ილია მეორემ საპატრიარქოში თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა მიიღო
04-12-2016, 01:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საპატრიარქოში თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა მიიღო. უწმიდესმა სამინისტროს ახალი გუნდი დალოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატება უსურვა.

 


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პატრიარქთან საუბრისას, თავდაცვის მინისტრმა უწყებაში დაგეგმილი რეფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და უწმიდესს შეიარაღებული ძალების თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

 


"თქვენო უწმინდესობავ, უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ყოველდღიური მხურვალე ლოცვისთვის და იმ თანადგომისთვის, რომელსაც ქართული შეიარაღებული ძალები გრძნობს თქვენგან. ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ლოცვას, იმიტომ რომ, ადამიანი ვერ იქნება თავგანწირული, თუ რწმენა არ აქვს, თუ შინაგანად ძლიერი არ არის. ბუნებრივია, პირველ რიგში, ეს რწმენა აძლიერებს ქართველ ჯარისკაცს. ჩვენთან თითქმის ყველა დანაყოფშია ეკლესია, რომელიც უშუალოდ ჯარისკაცების ენერგიით, შრომით არის შექმნილი. ეკლესია გვაქვს ავღანეთშიც, რომელიც ასევე ჩვენი ჯარისკაცების მიერ არის აშენებული. თითოეული დანაყოფი, რომელიც იქ ექვს თვეში ერთხელ ჩადის, რაღაც ახალს სძენს ამ ეკლესიას, პირველ რიგში კი, თავად იძენს სულიერ სიმტკიცესა და რწმენას. ჩემთვის და ჩვენი ჯარისთვის, თქვენს ლოცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ერის გაერთიანებისთვის, ქართული საქმისთვის, ქვეყნის მთლიანობისთვის“. - განაცხადა ლევან იზორიამ.

 


ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უწმინდესს ახლად დანიშნული მოადგილეები წარუდგინა და ახალ გუნთან ერთად დასახულ მიზნებზე ისაუბრა.

 


"თქვენ ჩვენი სულიერი მამა და მოძღვარი ბრძანდებით. თქვენს ლოცვებს დიდი ძალა აქვს. თქვენი ლოცვა-კურთხევით გავაგრძელებთ იმ მართალ საქმეს, რომელიც დაწყებულია. მინისტრს კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო, ახლა დამტკიცდა ახალი მთავრობა და ჩვენ, როგორც ერთი გუნდი, გავაძლიერებთ ჩვენი შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობას და, რა თქმა უნდა, თანამშრომლობას ეკლესიასთან. ჩვენ, ასევე გვყავს სხვა მრწამსის ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული ადგილი უკავიათ შეიარაღებულ ძალებში და მათთან ერთად ჩვენ შევძლებთ გავაკეთოთ ის საქმე, რომელიც მიზნად გვაქვს დასახული“. - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

 


პატრიარქმა შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა მეზობელ ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აუცილებლობაზე, შეიარაღებული ძალების განვითარებასა და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელიც, უწმინდესის აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სამხედრო სამსახურის სრულყოფისთვის.

 


"ჩვენ ვემზადებით სინოდის სხდომისთვის, სადაც ერთ-ერთი საკითხი იქნება, საკვირაო სკოლები. კვირას და კვირის სხვა დღეებში, დღის მეორე ნახევარში, შეისწავლიან საღვთო სჯულს, ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას და ხელობას, მშენებლობას, ან საოჯახო საქმიანობას. ეს, ძალიან საჭიროა. ადამიანი ჯარიდან რომ წავა, მან უნდა შეინახოს თავისი ოჯახი",- განაცხადა უწმინდესმა.

 


ლევან იზორიამ და ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პატრიარქს, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ცნობილი ქართველი მხატვრის, რუსუდან ფეტვიაშვილის ტილო უსახსოვრეს, რომელიც სწორედ „ვეფხისტყაოსნის“ ცნობილი კოლექციიდან გახლავთ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი