ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სულხან ევგენიძის განცხადებით, წუხანდელმა ძლიერმა შტორმმა ძირითადი დაზიანება ქალაქის სანაპირო ზოლს მიაყენა.
„ახლა ტალღები ცოტა ჩაწყნარდა, წვიმა აღარ არის. წუხანდელი ძლიერი შტორმის შედეგად დამტვრეულია სკამები, ურნები. ქვიშით დაფარული გარკვეული ადგილების გაწმენდას ჯერჯერობით არ ვიწყებთ, რადგან როგორც ვიცი, ისევ არის შტორმი მოსალოდნელი. რაც შეეხება დანარჩენ სამუშაოებს, ახლა გასული ვართ სანაპიროზე. ადგილზე მობილიზებულია დასუფთავების სამსახური და სპეცტექნიკა და გაგვაქვს აქედან დამტვრეული სკამები და ურნები.
რაც შეეხება, სანიაღვრე არხებს, მათი გაწმენდა უკვე დაწყებულია. ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მიზნით სამუშაოებიც უკვე მიმდინარეობს“, - განუცხადა Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ, რომელიც შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გუშინ საღამოს 11 საათიდან, როდესაც შტრომმა გააქტიურება დაიწყო, მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში იმყოფებოდა.

გამგებლის თქმით, შტორმის სიმძლავრე დაახლოებით 3-4 ბალს შეადგენდა, თუმცა მას მოსახლეობისთვის საფრთხე არ შეუქმნია.
როგორც სულხან ევგენიძემ აღნიშნა, ძლიერმა ქარმა ასევე მოგლიჯა ხეები, ერთ-ერთი მათგანი სამარშრუტო ავტობუსს დაეცა, თუმცა საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.
სულხან ევგენიძის თქმით, თავდაპირველად პრობლემები ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით შეიქმნა, თუმცა ამ დროისთვის აღნიშნული პრობლემა უმეტესწილად აღმოფხვრილია და მხოლოდ 50 მობინადრეს არ მიეწოდება დენი. ელექტროენერგიის მიწოდება სავარაუდოდ, დღის განმავლობაში აღდგება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.