იტალიაში მიმდინარე რეფერენდუმი პრემიერ მინისტრ მატეო რენცის თანამდებობაზე დარჩენის ბედს გადაწყვეტს
04-12-2016, 03:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იტალიაში რეფერენდუმი იმართება და იგი პრემიერ მინისტრ მატეო რენცის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო რეფორმას, კერძოდ კი იტალიის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ეხება, რომლის მხარდაჭერის შემთხვევაშიც იტალიის სენატის წევრების რაოდენობა 3-ჯერ უფრო მეტად, 315-დან 100-მდე შემცირდება. თუმცა თუკი მოსახლეობამ მხარი არ დაუჭირა პრემიერ მინისტრის ინიციატივას, რაც როგორც BBC წერს, წინასწარი სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით იკვეთება, რომ შესაძლოა ასე იყოს, მაშინ რენცი თანამდებობას დატოვებს.

 


მატეო რენცის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო რეფორმის თანახმად, თუკი მას მხარს დაუჭერენ, იტალიის სენატის წევრების რაოდენობა 315-დან 100-მდე შემცირდება. მის შემადგენლობაში შევა 21 მერი, 74 რეგიონალური მრჩეველი და 5 სენატორი, რომლებსაც 7 წლის ვადით პრეზიდენტი დანიშნავს.

 

 

რეფორმის შედეგად ქვეყნის რეგიონების უფლებამოსილება შემცირდება. ენერგეტიკის, სტრატეგიული ინფრასტრუქტურისა და სამოქალაქო თავდაცვის საკითხები უშუალოდ პრემიერ მინისტრის განკარგულებაში გადავა.

 

 

მატეო რენცი აცხადებს, რომ სენატის წევრების რაოდენობის შემცირება დაზოგავს სახელმწიფო ხარჯებს, დაახლოებით 500 მილიონ ევროს წელიწადში ასევე რეფორმა დააჩქარებს კანონების-მიმღებ ძნელ პროცესს იტალიაში, რომელსაც 1948 წლის შემდეგ 60 მთავრობა ჰყავდა.

 


იმ შემთხვევაში თუ რეფერენდუმზე მოსახლეობა მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო რეფორმას, მატეო რენცის განცხადებით, ის გადადგება პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან.

 

 

ხმის მიცემა კვირას, დილის 07:00 საათზე დაიწყო და 23:00 საათზე დასრულდება. პირველადი შედეგები სავარაუდოდ, ორშაბათს, ადრე დილას გახდება ცნობილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი