„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თავმჯდომარეობით, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო შემადგენლობასა და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან გამართული შეხვედრა დასრულდა, რომელიც ძირითადად პარლამენტში მთავრობის მიერ შეტანილი 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას დაეთმო.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით შეხვედრაზე ყველა ის აქტუალური საკითხი განიხილეს, რაც საზოგადოებას აინტერესებს, მათ შორის „ის რეფორმების გეგმა, რომელიც აუცილებლად მოიტანს ხელშესახებ შედეგებს“.
„ასევე მაქვს კარგი ინფორმაცია, რომ ბანკებთან კონსულტაციების საფუძველზე, ბანკები მოახდენენ გაცემული სესხების ლარში გადაყვანას, მათ შორის იმ მოქალაქეებისთვის, რომელ მოქალაქეებსაც აქვთ სესხები დოლარებში და ეს სესხები ვთქვათ აღებულია 2016 წელს ან 2015 წლის ბოლოს, ასე რომ ბანკები კარგ თანამშრომლობაში არიან შესული ხელისუფლებასთან“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 29 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე ახალი ინიციატივა გააჟღერა და განაცხადა, რომ მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა ე.წ. ლარიზაციის გეგმა, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი გრძელვადიანი და საშუალოვადიანი ნაბიჯები. ერთი ასეთი კი პრემიერის თქმით იქნება ერთჯერადი სოციალური აქცია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მოხდება "2015 წლის 1 იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა, არსებულ კურსს მინუს 20 პუნქტის ოდენობით", რაც განაპირობებს იმას, რომ "400 მილიონი დოლარის ყიდვა აღარ მოუწევთ ადამიანებს, ვინც არსებული სესხის გამო ყიდულობდა დოლარს".
"ლარის გრძელვადიანი რესურსის ხელმისაწვდომობა არის რეფორმის ქვაკუთხედი. ამავე გეგმის მიხედვით, როგორც ერთჯერადი სოციალური აქცია მოხდება 2015 წლის 1 იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა, არსებულ კურსს მინუს 20 პუნქტის ოდენობით. ერთ კლიენტზე ერთ ბანკში 100 ათასი ლარამდე ნარჩენი თანხის სუბსიდია, გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტში, მაგალითად, თუ კურსია 2.50 - მოხდება ლარში კონვერტაცია კურსით 2.30 ამ. სესხებზე გაუქმდება წინასწარ დაფარვის საკომისიოც. ბანკები ვალდებული იქნებიან, გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში შეტყობინება გაუგზავნონ ყველა კლიენტს, ვისაც ეს გადაწყვეტილება პოტენციურად შეეხება, რაც საგრძნობლად შეამცირებს ზეწოლას ლარის კურსზე. 400 მილიონი დოლარის ყიდვა აღარ მოუწევთ ადამიანებს, ვინც არსებული სესხის გამო ყიდულობდა დოლარს", - განაცხადა კვირიკაშვილმა 29 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.