ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის ხელმძღვანელობით, სანაპირო ზოლზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
04-12-2016, 07:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ სტიქიის შედეგად დაზიანებული თამარ მეფის სანაპირო ზოლი დაათვალიერა. როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის გამგეობიდან აცნობეს, სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მობილეზებულია სპეც-ტექნიკა და სამაშველო ჯგუფები. მათივე ცნობით, დილიდან „ქობულეთის გამწვანების“, „სანდასუფთავებისა“ და „ქობულეთის წყლის“ ორგანიზებით, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება მიმდინარეობს. შტორმის შედეგად დაზიანებული სკამებისა და ურნების დასაწყობება ხდება, ასევე იწმინდება სანიაღვრე არხები და თამარ მეფის სანაპიროს გზის სავალი ნაწილი.

 


ქობულეთში, წუხელ ღამით 3-4-ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. შტორმის შედეგად თამარ მეფის სანაპიროზე ორი საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიტბორა, ასევე ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობას და სოფელ ციხისძირში საერთო საცხოვრებელს ნაწილობრივ დაუზიანა სახურავი.

 


გამგეობაში განმარტავენ, რომ მუნიციპალიტეტში ამ ეტაპისთვის მდგომარეობა სტაბილურია. მოსახლეობას ელექტოენერგია შეუზღუდავად მიეწოდება. სტიქიის შედაგად მიყენებული ზარალის ოდენობის დათვლა ხვალიდან დაიწყება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი