საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გუდაური-კობის მონაკვეთზე არსებულ მდგომარეობას ეცნობა.
სამინისტროს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
"გუდაურში ტურისტულ ობიექტებამდე გზა გაწმენდილია და დამსვენებლებს შეუფერხებლად შეუძლიათ გადაადგილება. ამ ეტაპზე, ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და გზის წმენდა მიმდინარეობს გუდაური-კობის (ჯვრის უღელტეხილის) როგორც პირველ (კმ93-კმ99), ასევე მეორე მონაკვეთზე (კმ100-კმ106). დღეს, დღის განმავლობაში გზა გაიწმინდება და მსუბუქ ავტომანქანებს ჯაჭვებით შეეძლებათ გადაადგილება, ხოლო ხვალიდან აღნიშნულ გზაზე, მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გატარებაც გახდება შესაძლებელი", - აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.