ირაკლი კობახიძე „რუსთავი 2“ -ის საქმეზე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარების პირობებში, უზრუნველყოფილი იყოს მედიის პლურალიზმი
05-12-2016, 02:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „რუსთავი 2“ - ის სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავაშირებით მორიგ კომენტარს აკეთებს და პირობას დებს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში „მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარების“ მიუხედავად ქვეყანაში, როგორც „მედიის პლურალიზმი, ისე მედიის თავისუფლება“, უზრუნველყოფილი იქნება.

 

 

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარების პირობებში საქართველოში იყოს უზრუნველყოფილი, როგორც მედიის პლურალიზმი, ისე მედიის თავისუფლება. გახსოვთ თქვენ, რა მდგომარეობა გვქონდა ჩვენ 2012 წლამდე ამ კუთხით. სამივე ნაციონალური ტლეარხი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მონოპოლიის ქვეშ და დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია. ეს არის ჩვენი მიღწევა, მედია პლურალიზმი არ არსებობდა საქართველოში და ჩვენი ხელისუფლების პირობებში დამყარდა და ეს არის ის მიღწევა, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით... იყო კითხვა დასმული (კობახიძე სავარაუდოდ, „რუსთავი 2“ -ის ჟურნალისტის მიერ ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ჯონ კირბისადმი დასმულ შეკითხვასა და გაცემულ პასუხზე საუბრობს), გაეცა ძალიან სწორი პასუხი ამ კითხვას და ამ სულისკვეთებას ჩვენ თავიდან ბოლომდე ვიზიარებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი