"რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი მფლობელი, გია ყარამანაშვილი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც მისი აზრით, "ხელისუფლების მიერ ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებას" მოჰყვება.
როგორც "რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ყარამანაშვილი აცხადებს, "ასეთ შემთხვევაში, მთელი საინფორმაციო სივრცე ერთ დიდ „პრაგრამა ვრემიას“, ხოლო "ქვეყანა ჩრდილოეთ კორეას დაემსგავსება".
გია ყარამანაშვილი მიიჩნევს, რომ თუ "ხელისუფლება ქონების ჩამორთმევას მოახერხებს", ეს იქნება დროებითი და "რუსთავი 2" მაინც მოახერხებს დარჩეს ხალხის სამსახურში", თუმცა, მისივე თქმით, ასეთი სცენარის შემთხვევაში "ყველა მოძალადე და კრიმინალი მიეცემა პასუხისგებაში".
"მთელი საქართველო ხედავდა სასამართლო დარბაზში მიმდინარე პროცესს. ზუსტად სასამართლო დარბაზში, რადგან ის რაც ხდებოდა იმ დარბაზში არაფერი საერთო იმ სასამართლო პროცესთან არ ჰქონია. ჯერ ურთმელიძის სამარცხვინო სასამართლო, შემდეგ ე.წ. ტროიკა - ეს სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა სპეცოპერაცია ივანიშვილის ხელით ჩატარებული, მიიტაცოს "რუსთავი 2". დღეს გადასული ვართ შემდეგ ეტაპზე, უზენაეს სასამართლოში. მე არ ვიცი რა იქნება უზენაეს სასამართლოში, მთელმა საქართველომ დაინახა ჩვენი უნაკლო პოზიცია, ჩვენი სიმართლე და რაც მთავარია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ხედავენ თვითონ მოსამართლეები. მე მინდა ვთქვა, რომ ეს მოსამართლეები თავისდა უნებურად, უკვე შევიდნენ საქართველოს ისტორიაში, მაგრამ მათი გადასაწყვეტია, როგორ დარჩებიან ისინი საქართველოს ისტორიაში - რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, იქნება ეს სამართლიანი, სინდისსზე და სამართალზე დაყრდნობილი გადაწყვეტილება თუ იქნება უბრალოდ ვიღაცის ნების შესრულება. მე მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ დღეს რომ ამ საქმეს განიხილავს ცხრა მოსამართლე, ეს ვერ ანეიტრალებს და ვერ აზავებს თითოეული მათგანის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას.
რაც შეხება მოლოდინებს, მე ძალიან მოკლედ გეტყვით. ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ. ბოლო ამ საქმის იქნება არა სასამართლოში, არამედ ბოლო იქნება ის, რომ ჩვენი სიმართლე დამტკიცდება და "რუსთავი 2" დარჩება ხალხის სამსახურში ისევე, როგორც დღეს. ხოლო ყველა ის მოძალადე და კრიმინალი, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა და იყო ჩართული, აუცილებლად მიეცემა პასუხისგებაში.
დღეს, ამ პროცესით წყდება ჩვენი ქვეყნის, თითოეული მოქალქის ბედი. ლაპარაკი ამ ვითარებაში ჩვენს ქონებაზე, მიმაჩნია უადგილოდ და რბილად რომ ვთქვა, არაკორექტულად. თან მე უკვე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენს ქონებას საფრთხე არ ემუქრება. ამ ხელისუფლებამ რომც მოახერხოს და დროებით ჩამოგვართვას ეს ქონება, ეს ძალიან დროებითი მოვლენა იქნება და ჩვენ მას მაინც დავიბრუნებთ. უფრო მეტიც, ავინაზღაურებთ მიყენებულ ზიანს, რომელსაც ძალიან კარგად დაითვლის არა ივანაშვილი, არამედ ავტორიტეტული აუდიტორული კომპანია და ჩვენ ამას გავაკეთებთ როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.
დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურ უმრავლესობას არავითარი ილუზია არ გააჩნია იმასთან დაკავშირებით, თუ რა თამაშს თამაშობს ხელისუფლება. აბსოლუტურმა უმრავლესობამ ზუსტად იცის, რომ ეს ეხება თითოეულ ჩვენგანს ვინაიდან, ზღვარი სადაც გაჩერდება ხელისუფლება უბრალოდ არ იარსებებს. თუ ამ ხელისუფლებამ თუნდაც რაღაც მოკლე ვადით ჩაიგდო ხელში "რუსთავი 2", არამხოლოდ მთელი საინფორმაციო სივრცე დაემსგავსება ერთ დიდ „პრაგრამა ვრემიას“, ვისაც ახსოვს, ვისაც არ ახსოვს, შეუძლია იხილოს „2030“, თვითონ ქვეყანა დაემსგავსება ჩრდილოეთ კორეას.
ამის გარდა, მოხდება სრული მონოპოლიზაცია ხელისუფლების. საზოგადოებას არ დარჩება არავითარი არჩევანი, არავითარი ბერკეტი ხელისუფლების საკონტროლოდ. ასეთ ვითარებაში ძალიან გულუბრყვილო იქნება ფიქრი, რომ ხვალ თქვენც არ წაგართმევენ ბიზნესს, საკუთარ საყვარელ საქმეს, ბინას, მანქანას, სხვა ქონებას. დიდი ალბათობით, საქართველო ვერ მიიღებს ვიზა-ლიბერალიზაციას, რაც ნიშნავს, რომ ათასობით ჩვენი მოქალაქე ვერ ივლის ევროპაში. ჩვენ სწორედ ამ ჭრილში განვიხილავთ "რუსთავი 2"-ს.
ჩვენ ცხოვრებაში უფრო მეტიც დაგვიკარგავს, არ ვგულისხმობ მატერიალურ ქონებას, სოხუმში აფხაზეთში, მაგრამ კარგად გვესმის, რომ ყველაფერი ამის დაბრუნების გზა გადის "რუსთავი 2"-ზე. ჩვენ ვერ დავიბრუნებთ აფხაზეთს თუ არ იქნება ძლიერი სახელმწიფო, საქართველო. სახელმწიფო ვერ იქნება ძლიერი, თუ მას არ აქვს თავისუფალი მედია, ამ შემთხვევაში მისი ფლაგმანის - "რუსთავი 2"-ის გარეშე. თვითონ ის ფაქტი, რაც დღეს ხდება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, უკვე მეტყველებს რა ფსკერზე იმყოფება ჩვენი სახელმწიფო. ეს არ არის ძლიერი სახელმწიფოს მაჩვენებელი.
ასეთ ვითარებაში, "რუსთავი 2" არის ბოლო ბასტიონი. ეს არის ის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში, დომინოს პრინციპივით, ის მოგუდული რეაქცია, რომელიც დღეს გვაქვს საერთაშორისო საზოგადოებიდან, დარწმუნებული ვარ, გახდება ბევრად უფრო აქტიური. თვითონ ხალხიც ვერ მოითმენს ლეგიტიმაციადაკარგულ ხელისუფლებას, უბრალოდ შეუძლებელია. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ნამდვილად არ მინდა ასეთი სცენარი ვიხილო ჩემს სამშობლოში,“ - განაცხადა გია ყარამანაშვილმა "რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.