ჩვენ ყველანი უნდა ვეცადოთ დავაცხროთ ვნებები იქ, სადაც საუბარი ეკონომიკას ეხება, განუცხადა ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. იგი დაეთანხმა პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებას, რომ მთავარი პრობლემა ჭორაობაა.
"ძალიან ლაკონური და გონებამახვილური გამოთქვაა და მომსწონს დავით უსუფაშვილის ეს გამონათქვამი. რა თქმა უნდა, ვეთანხმები, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის აჟიოტაჟის ხელოვნურად გამოწვევა. ჩვენ ყველანი უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად დავაცხროთ ვნებები იქ, სადაც საუბარი ეკონომიკას ეხება, ვინაიდან ეს არის ძალიან მგრძნობიარე თემა," განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.