აუდიტის სამსახურმა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 250 000 ლარის ჯარიმა დააკისრა
05-12-2016, 04:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გენერალური აუდიტორის მოადგილის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, აუდიტის სამსახურმა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ჯამში, 250 000 ლარის ჯარიმა დააკისრა.

 

 

ლომჯარიას განმარტებით, 2016 წლის საარჩევნო პერიოდში პარტიებმა ჯამში 29 212 382 ლარის შემოწირულება მიიღეს. აქედან აუდიტის სამსახურმა 1016 შემომწირველი ფიზიკური პირისა და 84 იურიდიული პირის მიერ განხორციელებული შემოწირულების კანონიერება შეისწავლა.

 


მისი თქმით, აუდიტის სამსახურში დღეის მდგომარეობით პარტიებისთვის შეწირულ თანხებთან დაკავშირებით, 40 სხვადასხვა პარტიის შემომწირეველი პირია დაბარებული გამოკითხვაზე.

 


"ამ დროისთვის გამოკითხულია 120 პირი, მათ შორის, „ქართული ოცნების“ 35, „სახელმწიფო ხალხისთვის“ - 42, „პატრიოტთა ალიანსის“ - 18 და „ნაციონალური მოძრაობის“ - 12 შემომწირველი. წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორიგნის ფარგლებში, აუდიტის სამსახურმა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ჯამში 250 000 ლარის ჯარიმა დააკისრა. ყველაზე მეტი ჯარიმა მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ შემომწირველებს დაეკისრათ, 7 პირს დაახლოებით 187 000 ლარი, ასევე „პატრიორტთა ალიანსის“ წარმომადგენელს 183 000 ლარი დაეკისრა. „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაწეული უკანონო ქველმოქმედებისთვის დაჯარიმებულია რამდენიმე პირი, ჯამში 8 000 ლარის ოდენობით. ინფორმაციის წარმოუდგენლობის საფუძველით კი დაჯარიმებულია 7 პარტია და 12 კანდიდატი", - განმარტა ლომჯარიამ, რომლის ცნობითაც, აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლილი განცხადებებიდან სამ შემთხვევაზე, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამო, საქმე პროკურატურაში გადაიგზავნა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი