ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს. როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის გამგეობიდან აცნობეს, დილიდან „ქობულეთის გამწვანების“, „სანდასუფთავებისა“ და „ქობულეთის წყლის“ ორგანიზებით, იწმინდება სანიაღვრე არხები და თამარ მეფის სანაპიროს გზის სავალი ნაწილი, ასევე შტორმის შედეგად დაზიანებული სკამებისა და ურნების დასაწყობება ხდება.
სამუშაოების მიმდინარეობას დღეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.
ქობულეთში, ორი დღის წინათ, 3-4 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. შტორმის შედეგად ძირითადი ზიანი სანაპირო ზოლს მიადგა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.