პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტს, სირილ მიულერს შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და მსოფლიო ბანკის ურთიერთობის არსებული და მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა და 2017 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
"აღინიშნა, რომ 2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი მთლიანად ემსახურება სამთავრობო პროგრამის - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ შესრულებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის სოციალური დაცვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. რეფორმების 4-პუნქტიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და დასახული შედეგების მიღწევის მიზნით მნიშვნელოვანია არსებული ფისკალური რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება.
შეხვედრაზე ითქვა, რომ ეკონომიკური ზრდის დაჩქარების დაჩქარების და კერძო ინვესტიციების წახალისებისათვის საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მოგების გადასახადის რეფორმის სახით, რაც კერძო სექტორს აძლევს საშუალებას მათი მიღებული მოგება, გადასახადების ნაცვლად მიმართონ ახალი ინვესტიციების განსახორციელებლად და დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.
ამავე დროს, აღინიშნა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდება. კერძოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება (დაახლოებით 800 კმ გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ხიდები, გვირაბები, აეროპორტები, საკურორტო ზონების მოწყობა-განვითარება და ა.შ.), რაც ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონებისა და იქ მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
ამასთან, აღნიშნული რეფორმების განსახორციელებლად, ქვეყნის ფისკალური სტაბილურობის და სწრაფი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ბიუჯეტში დამატებითი რესურსების მოძიება.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, აგრეთვე მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების განხორციელების მიმართულებით.
თავის მხრივ, სირილ მიულერმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტების თაობაზე. მათ დადებითად შეაფასა ბანკის საქმიანობა და ყურადღება გაამახვილა სამომავლო პროექტებზე. მისი თქმით, მსოფლიო ბანკი აქტიურად არის ჩართული საქართველოში ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის პროცესში, რაც სამომავლოდაც გაგრძელდება", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.