„ჩვენთვის პრიორიტეტი არის სოციალურად დაუცველი ადამიანების ფიზიკური გადარჩენა და არა ინფრასტრუქტურული პროექტები, რაზეც აქცენტი კეთდება ბიუჯეტში", - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა.
მისი თქმით, პარტია 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს, სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერს.
"დღეს თუ ეს მთავრობა და ხელისუფლება ვერ ხედავს, რომ ჩვენი მოქალაქეები ფიზიკურად არიან გადასარჩენი, ეს არის ძალიან ცუდი. ამ მთავრობას და ხელისუფლებას სწორედ იმიტომ არ დავუჭირეთ მხარი, რომ ზუსტად ის ვერ დავინახე მე, რომ მათ აქვთ კონკრეტული პროგრამები, როგორ უნდა დაეხმარონ ადამიანებს. ეს გამოჩნდა კრიზისის დღეებში, როდესაც აბსოლუტური უუნარობა გამოავლინა მთავრობამ. მათ არ აქვთ გეგმა, როგორ უნდა მოხდეს ლარის კრიზისის დაძლევა და ეს სახეზეა“, - განაცხადა ინაშვილმა და დასძინა, რომ " მათ არ აქვთ სათანადო კომპეტენცია, არ აქვთ სათანადო პროფესიული გამოცდილება, არ უსმენენ ეკონომიკის ექსპერტებს, მეცნიერებს, რომლებსაც შეუძლიათ უფრო კომპეტენტური რჩევები მიაწოდონ მინისტრებს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.