კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე გიორგი სიბაშვილი სასამართლომ წარდგენილ ხუთივე ბრალდებაში უდანაშაულოდ სცნო. პროკურატურა სიბაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა, ბოროტად გამოყენებასა და სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში ედავებოდა. პროცესს მოსამართლე მამუკა წიკლაური უძღვებოდა.
გიორგი სიბაშვილი, რომელიც გუბრნატორის მოადგილედ 2008-2012 წლებში მუშაობდა, წაყენებული ბრალდებიდან თავს დამნაშავედ არც ერთ ეპიზოდში არ ცნობდა.
"თავიდანვე ნათელი იყო, რომ ბრალი შეთითხნილი იყო და საქმე გვქონდა პოლიტიკურ დევნასთან. 2 წელიწადზე მეტი მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი და დარწმუნებული ვიყავი, რომ აუცილებლად დადგებოდა გამამართლებელი განაჩენი. ბოლო 15 პროცესზე პროკურორი არ გამოცხადდა. დღეს დადგა სამართლიანი განაჩენი და მზად ვარ გასაჩივრების შემთხვევაში ჩემი თავი დავიცვა, როგორც სააპელაციოში, ასევე უზენაეს სასამართლოში," განაცხადა გიორგი სიბაშვილმა.
სასამართლომ გიორგი სიბაშვილთან ერთად ორი სხვა ბრალდებულიც გაამართლა - კახეთის განვითარების სააგენტოს ყოფილი დირექტორი ვალერი გრემელაშვილი და მუშა, ასლან გარსევანიშვილი.
გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მის მიმართ სასამართლოს გამამართლებელ განაჩენთან დაკავშირებით პროკურორს პრესასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.