აკაკი მინაშვილი მიხეილ სააკაშვილზე: მისი პოლიტიკური უნარების და წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, მის ირგვლივ არის გაერთიანებული ჩვენი მხარდამჭერების უდიდესი ნაწილი
05-12-2016, 09:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ თუ ვინმეს პარტიის დატოვება აქვს გადაწყვეტილი, "ეს სამწუხაროა", თუმცა, "ეს მათი არჩევანია".

 

 

მინაშვილი თანაპარტიელების ნაწილს მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აღნიშნული პარტიის მხარდამჭერების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

 

 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი მრავალათასიანი ყრილობის გამართვისა და პარტიის თავმჯდომარის აურჩევლობასთან დაკავშირებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას განმარტავს და აცხადებს, რომ "სწორედ სააკაშვილთან არის დაკავშირებული ივანიშვილის დამარცხების რწმენა".

 

 

"სამწუხაროდ, ჩემი თანაპარტიელების ნაწილმა დაიწყო მცდარი ინფორმაციის გავრცელება. აშკარაა, რომ ეს არის მხარდამჭერების განზრახ შეცდომაში შეყვანის გამიზნული ტაქტიკა. არადა, ყველა მხარდამჭერი ნათლად ხედავს რეალურად რაც ხდება.

 


კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩვენ ( პოლიტიკური საბჭოს ის წევრები, ვინც მხარი დაუჭირა 7000 -იან ყრილობას და უარი თქვა ენმ-ს ახალი თავმჯდომარის საკითხის ჩასმას დღის წესრიგში) მიდგომას - ჩვენი პოზიცია იყო და არის მეტი დემოკრატია, მეტი ჩართულობა, მეტი გამჭვირვალეობა და მხარდამჭერების როლის გაზრდა პარტიის მართვაში. ნაციონალური მოძრაობა ისევ უნდა იქცეს ყველასთვის ღია სახალხო პარტიად. მეორე, ჩვენი მკაფიო პოზიციაა, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევა მიხეილ სააკაშვილის დისტანცირების არასწორი და წამგებიანი ნაბიჯია. მისი პოლიტიკური უნარების და წარსული საქმიანობიდან გამომდინარე მის ირგვლივ არის გაერთიანებული ჩვენი მხარდამჭერების უდიდესი ნაწილი და ამავე დროს სწორედ მასთან არის დაკავშირებული ივანიშვილზე გამარჯვების რწმენა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკურ ბრძოლაში. ამავე დროს ადამიანებმა, ვისაც "ბელადომანების" კლიშეს დამკვიდრების მცდელობა აქვს, ყველაზე კარგად იციან, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი არ არის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიმღები პოლიტიკური ფიგურა და პირიქით ახალისებს განსხვავებულ, კრიტიკულ პოზიციებს.

 


თუ ვინმე ამ ორ საკითხს ეწინააღმდეგება და ამის გამო პარტიის დატოვების სურვილი აქვს, ეს სამწუხაროა, თუმცა ეს მათი არჩევანია. ენმ არ დაიშლება და გააგრძელებს ივანიშვილის ჩამოშლის პროცესს.

 


ჩვენ პოლიტიკური საბჭოს სხდომამდე და სხდომის მიმდინარეობისას ყველა ნაბიჯი გადავდგით კომპრომისის მისაღწევად, თუმცა ჩვენმა ოპონენტებმა ხისტი და არათანხვედრი პოზიცია დაიკავეს.

 


რაც შეეხება ბაჩო და დათა ახალაიებს, ორივე ჩემი უახლოესი მეგობარია, ორივეს ბევრი რამე გაუკეთებია საქართველოს და მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის და ორივემ ამ მიზნისათვის ახალგაზრდული წლები გადადო და დღეს ამის გამო ერთი საპატრიმოშია და მეორეს - ქვეყნის დატოვება მოუწია. თუ ვინმეს რამე კითხვები აქვს მათ მიმართ მზად ვარ უსასრულოდ ვეკამათო. ოთხი წლის განმავლობაში სწორედ ამას ვაკეთებ ოცნების წარმომადგენლებთან. ორმა ევროპულმა სახელმწიფომ დათა ახალაია პოლიტიკურ დევნილად აღიარა, ხოლო ბაჩოს მთელი სახელმწიფო მანქანა ებრძვის და მაინც 13 გამამართლებელი განაჩენი აქვს. და მიუხედავად ყველაფერი ამისა დღეს არცერთი არ მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში. და განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელება საკუთარი არასწორი და მარცხისთვის განწირული პოლიტიკური მიზნებისათვის რბილად რომ ვთქვათ კარგი საქციელი არ არის", - წერს აკაკი მინაშვილი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი