ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ბრწყინვალე პოლიტიკოსი, ჯაიალალიტჰა ჯაიარამანი, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თამილ ნადუს შტატის მთავარი მინისტრი კვირას გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს და ორშაბათს ადგილობრივი დროით 23:30 საათზე გარდაიცვალა.
შტატში ათასობით მხარდამჭერი იყო შეკრებილი და მისი გამოჯანმრთელებისთვის ლოცულობდა.
ყოფილი კინოვარსკვლავი თამილ ნადუს მთავარ მინისტრად 4 ვადით მსახურობდა. იგი თვეების განმავლობაში მკურნალობდა.
ჯაიალალიტჰას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ მისი კრიტიკოსები მას აღწერდნენ პოლიტიკოსად, რომელმაც წლების განავლობაში პიროვნების კულტი დაამკვიდრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.