იტალიის პრეზიდენტმა პრემიერ მინისტრს, მატეო რენცის პარლამენტის მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის მიღებამდე, თანამდებობაზე დარჩენა სთხოვა
06-12-2016, 00:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იტალიის პრეზიდენტმა, სერჯიო მატარელამ პრემიერ მინისტრს, მატეო რენცის პარლამენტის მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის მიღებამდე, თანამდებობაზე დარჩენა სთხოვა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 


პრემიერ მინისტრის პოსტზე 2,5 წლის მუშაობის შემდეგ, მატეო რენციმ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება 4 დეკემბერს გამართული რეფერენდუმის შედეგების გამო მიიღო, რომელზეც იტალიის მოსახლეობამ მის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო რეფორმას მხარი არ დაუჭირა.

 

 

აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერის შემთხვევაში, ქვეყნის სენატის წევრების რაოდენობა 3-ჯერ უფრო მეტად, 315-დან 100-მდე უნდა შემცირებულიყო. მის შემადგენლობაში შევიდოდა 21 მერი, 74 რეგიონული მრჩეველი და 5 სენატორი, რომლებსაც 7 წლის ვადით პრეზიდენტი დანიშნავდა.  

 

 

რეფორმის შედეგად რეგიონების უფლებამოსილება შემცირდებოდა. ენერგეტიკის, სტრატეგიული ინფრასტრუქტურისა და სამოქალაქო თავდაცვის საკითხები უშუალოდ პრემიერ მინისტრის განკარგულებაში გადავიდოდა.

 

 

მატეო რენცი აცხადებდა, რომ სენატის წევრების რაოდენობის შემცირება დაზოგავდა სახელმწიფო ხარჯებს, დაახლოებით 500 მილიონ ევროს წელიწადში. რეფორმა ასევე დააჩქარებდა კანონების-მიმღებ ძნელ პროცესს იტალიაში, რომელსაც 1948 წლის შემდეგ 60 მთავრობა ჰყავდა.

 


დათვლილი ხმების მიხედვით რენცის ინიციატივას 40%-მა დაუჭირა მხარი, 60%-მა კი უარყოფითი პასუხი დააფიქსირა. რეფერენდუმზე ხმა ამომრჩეველთა 70-მა პროცენტმა მისცა.

 


ხმის მიცემა კვირას, დილის 07:00 საათზე დაიწყო და 23:00 საათზე დასრულდა. პირველადი შედეგები ორშაბათს, ადრე დილას გახდა ცნობილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი