რუსეთმა და ჩინეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში, ალეპოს შესახებ რეზოლუცია, რომელიც სირიის აღნიშნულ ქალაქში შვიდი დღით ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებდა, დაბლოკეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რეზოლუციას მხარი უშიშროების საბჭოს 11 წევრმა დაუჭირა. სამი ქვეყნის, რუსეთის, ჩინეთისა და ვენესუელის დელეგაციამ ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა, ანგოლამ კი თავი შეიკავა.
გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ რეზოლუცია აშშ-ის ინიციატივა იყო. მისი თქმით, ალეპოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი დიალოგის შედეგად იქნება შესაძლებელი.
ბრიტანული და ამერიკული დელეგაციების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ რუსეთს ალეპოში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძალების პოზიციების შენარჩუნება სურს.
"რუსეთი ორიენტირებულია თავისი სამხედრო მიღწევების შენარჩუნებაზე და არა ალეპოს მოსახლეობის დახმარებაზე”, - განაცხადა აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, მიშელ სისონმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.