სუს-ში, ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობის საკითხზე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა
06-12-2016, 01:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, საიმონ ლიმაჟესთან შეხვედრა გაიმართა. სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე საუბარი ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას შეეხო.

 

 

მხარეებმა ბირთვული კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს შესაძლებლობების განვითარებისა და საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები მიმოიხილეს.

 


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა აშშ-ის წარმომადგენლებს სუს-ის, როგორც ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი უწყების მიერ ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ქართული მხარის მიერ ქბრბ ნივთიერებებისა და მასალების უკანონო ბრუნის გამოვლენისა და აღკვეთის კონკრეტული ფაქტები განიხილეს.

 


„მე ჩამოვედი საქართველოში და გავმართე შეხვედრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რომელიც აშშ-ის მტკიცე პარტნიორია ბირთვული კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლაში. ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო შეხვედრა იყო, ჩვენი თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე ვისაუბრეთ.

 


საქართველო მნიშვნელოვანი ლიდერია როგორც რეგიონალურ, ისე საერთაშორისო დონეზე ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების გავრცელებისა და ბირთვული კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ საქართველოსთან ვთანამშრომლობთ ამ საფრთხის წინააღმდეგ“- განაცხადა გაუვრცელებლობის დარგში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საიმონ ლიმაჟემ.

 


„შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლობას ბირთვული და რადიოლოგიური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. ბატონმა საიმონ ლემანჟემ ხაზი გაუსვა საქართველოს, კერძოდ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიღწეულ წარმატებებს აღნიშნულ სფეროში. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი, როგორც ქიმიური, რადიოლოგიური, ბირთვული და ბიოლოგიური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო, მადლობას უხდის ამერიკულ მხარეს გაწეული დახმარებისთვის და მტკიცე მხარდაჭერისთვის“ - განაცხადა საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, მანანა ბაღაშვილმა.

 


შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორი, სპეციალურ დავალებათა სამსახურის უფროსი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი