გოგლა ჟვანია: ექსპერტი ლევან ჩაჩუა გამართლდებოდა თუ გამტყუნდებოდა, ამით არ იცვლება ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების გარემოებები
06-12-2016, 02:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გოგლა ჟვანია მისი ძმის, ზურაბ ჟვანიას საქმის სამედიცინო ექსპერტის, ლევან ჩაჩუას მიმართ არსებული გამამართლებელი განაჩენის უზენაესი სასამართლოს მიერ ძალაში დატოვებას ეხმაურება.    

 

 

როგორც გოგლა ჟვანიამ განაცხადა, სამედიცინო ექსპერტის გამართლება ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების გარემოებებს არ ცვლის.    

 

 

"ჩაჩუას დასკვნაში უწერია, რომ თავის ქალა არის სუფთა. ამ დროს, ამ დოკუმენტებში აშკარად ჩანს, რომ როგორც მინიმუმ, სუფთა არ არის. სიტყვა სუფთა არ უნდა დაეწერა. რატომ ვერ მოხდა ამ მტკიცებულებების გაზიარება სასამართლოს მიერ, მე ვერ გეტყვით, მე ჩაჩუას პროცესს არასდროს არ დავსწრებივარ. ეს არ არის ჩემთვის პრიორიტეტი იმიტომ, რომ ჩაჩუა გამართლდებოდა თუ გამტყუნდებოდა, ამით არ იცვლება ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების გარემოებები. ჩაჩუა ჩაერთო საქმეში მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც აღარც ზურა იყო ცოცხალი და აღარ უსუპოვი. ის გამოიჩენდა თუ არა გულგრილობას თავისი ექსპერტიზის დროს, ამით არაფერი არ იცვლება", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.    

 

 

ზურაბ ჟვანიას საქმის ექსპერტის, ლევან ჩაჩუას მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა.    

 

 

ლევან ჩაჩუა 2014 წლის 21 მარტს დააკავეს და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წაუყენეს.    

 

 

გამოძიების ინფორმაციით, 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერ მინისტრის, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დროს, გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა.    

 

 

პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, ლევან ჩაჩუას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, ის 8 თვის შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.    

 

 

2015 წლის 16 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ჩაჩუა გაამართლა. სასამართლო გადაწყვეტილება, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააპელაციო ინსტანციაში გაასაჩივრა, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი