საფრანგეთის პრემიერ მინისტრის პოსტი შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კაზნევმა დაიკავა. ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.
ქვეყნის პრემიერ მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საფრანგეთის „სოციალისტმა“ პრემიერ მინისტრმა მანუელ ვალსმა გამოაცხადა, რომ მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.
ვალსმა განაცხადა, რომ მას უნდა „ყველაფერი საფრანგეთს მისცეს“. მან აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის რამდენიმე დღის წინათ გაკეთებული განცხადების შემდეგ მიიღო, რომლის მიხედვითაც საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი უარს ამბობს მე-2 ვადით კენჭისყრაზე, რაც თანამედროვე საფრანგეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა.
ვალსი მომდევნო თვეს „სოციალისტების“ პრაიმერში სხვა კანდიდატებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას და თუკი გაიმარჯვებს, მისი მოწინააღმდეგები 2017 წლის აპრილის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ რაუნდში „კონსერვატორების“ აწ უკვე გამარჯვებული კანდიდატი ფრანსუა ფიონი და „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი იქნებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.