საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს.
საგარეო უწყების ცნობით, მინისტერიალის ფარგლებში ჯანელიძე მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (RSM) ჩართული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
საგარეო უწყების პირველი პირი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის ახალ მოადგილეს, როუზ გოტემოლერსაც შეხვდება.
მინისტერიალი ბრიუსელში 6-7 დეკემბერს იმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.