12 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ბრაზილიაში უვიზო მიმოსვლა იქნება შესაძლებელი
11-03-2015, 23:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა, გუშინ (2015 წლის 11 მარტი) საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობასა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას. აღსანიშნავია, რომ ხსენებული შეთანხმება ნოტების გაცვლის გზით დაიდო, რისი მიღწევაც მხარეთა შორის ხანგრძლივი კოორდინირებული ძალისხმევის შედეგად გახდა შესაძლებელი.

 

 

შეთანხმება ძალაში შევა ქართული მხარის მიერ მისი ხელმოწერიდან 30 დღის გასვლის შემდეგ და იგი გულისხმობს ორივე ქვეყანაში ტურისტული და საქმიანი მიზნებით მგზავრობის მსურველი ორდინალური პასპორტის მფლობელი მოქალაქეების გათავისუფლებას ვიზის აღების ვალდებულებისაგან. კერძოდ, შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ბრაზილიის ტერიტორიაზე შესვლას, ყოფნასა და ტრანზიტს 90 დღის განმავლობაში 180 დღიან პერიოდში, რომლის ათვლაც ქვეყანაში პირველად შესვლის დღიდან მოხდება. ანალოგიური რეჟიმი იმოქმედებს ბრაზილიის მოქალაქეების მიმართ. ხსენებული შეთანხმების გაფორმება გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას, ხელს შეუწყობს ბიზნეს-წრეების დაახლოებას, ტურისტული ნაკადების მიმოსვლას და ხალხთაშორისი კავშირების გამყარებას.

 

 

ხელმოწერის ცერემონიამდე თამარ ბერუჩაშვილი შეხვდა ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კარლოს ალბერტო ასფორას. განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტები პოლიტიკური დიალოგის, ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში. ყურადღება გამახვილდა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობაზე, აღინიშნა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის წარმატება და ხაზი გაესვა მორიგი რაუნდის თბილისში გამართვის მნიშვნელობას მიმდინარე წლის განმავლობაში. თამარ ბერუჩაშვილმა ბრაზილიის ელჩს გააცნო საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ესაუბრა საქართველოს მთავრობის მიდგომებსა და ძალისხმევაზე არსებულ საფრთხეებთან და გამოწვევებთან მიმართებით.

 


საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 28 აპრილს დამყარდა. 2010 წელს საქართველომ საელჩო გახსნა ბრაზილიაში, რასაც ბრაზილიის მხარემ ანალოგიური ნაბიჯით უპასუხა 2011 წელს. ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი და შეხვედრა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეებზე. ხსენებული შეთანხმების გაფორმება წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, და მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია როგორც სახელმწიფოთაშორისი პარტნიორობის, ისე ხალხთაშორისი ურთიერთობების თვალსაზრისით.

 

 

 

კომენტარები: 1
#1   aleksandre
      
მოგესალმებით
დზალიან გამიხარდა ასეთი ხელშეკრულება რომ დაიდო მხარეთ შორის ეს დზალიან დაეხმარება საქარტველოს ცინსვლაში.მაინტერესებს უკვე თუ შეგვიძლია ჩასვლა ბრაზილიაში? და რამდენად შესაძლებელია რომ იქ ჩასული უკან მოგატრიალონ? :)
28 აპრილი 2015 02:16
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი