გიორგი აბდალაძე: იმედი მაქვს, რომ საქმე აუცილებლად მივა დამკვეთებამდე
06-12-2016, 05:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმედი მაქვს, რომ საქმე აუცილებლად მივა დამკვეთებამდე, - აღნიშნული განცხადება ფოტოგრაფმა, გიორგი აბდალაძემ გააკეთა.

 

 

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და ჩვენს უდანაშაულობას დაამტკიცებს. რაც შეეხება იმ ზეწოლებს, რაც ხდებოდა საპატიმროში, ერთ-ერთი პიროვნება დევნოზაშვილი დაპატიმრებულია, გამოძიება მიმდინარეობს და მე იმედი მაქვს, რომ დამკვეთებამდე აუცილებლად მივა საქმე"- განაცხადა აბდალაძემ.

 


პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე გახსნა.  როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.



მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ფაქტზე დაკავებულ იქნა საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ. 

 


გარდა ამისა, პროკურატურა ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი და ნათელა გედენიძეების მიმართ გამოტანილი განჩინების გადახედვის მოთხოვნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოსაც მიმართავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი