"თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამომართმევენ, საუკეთესო შემთხვევაში, რომელიმე საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებ. ეს იქნება სრულად აბსურდული სიტუაცია”, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა "დოიჩე ველესთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
სააკაშვილმა მისი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და ჟურნალისტ ჯანა ნემცოვას კითხვას, გაძლიერდა თუ არა ქვეყანაში მისი პრეზიდენტობის დროს ელიტური კორუფცია, ასე უპასუხა:
"ელიტარული კორუფციის ნიშნები ვერავინ ვერასდროს იპოვა. ხომ საჭიროა ბნელ ოთახში შავი კატის მოძებნა?! მეც ვისურვებდი ამ ელიტარული კორუფციის შედეგების მოძებნას. თუ მე მისი ნაწილი ვიყავი, ვისურვებდი პირადად ჩემი ელიტარული კორუფციის შედეგების ნახვას. როდესაც საქართველოს ახალმა მთავრობამ 10 საუკეთესო საერთაშორისო გამომძიებელი დაიქირავა, რომ მათ აღმოეჩინათ რამე მაინც, რაც ჩვენ მოვიპარეთ, მათ ვერაფერი იპოვეს. ჩვენი მუშაობის შედეგები იყო ის, რომ ჩვენ ქვეყნის ბიუჯეტი 11-ჯერ გავზარდეთ, ჩვენ ქვეყნის ეკონომიკა 3-ჯერ გავზარდეთ”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და ასევე დასძინა: საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ბიზნესის კეთებისთვის და ჩვენ რეალურად ვლიდერობთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში".
ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინაში მის გეგმებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინაში მისი ამბიციები პრემიერის პოსტზე გაცილებით მაღალია.
“როდესაც პრეზიდენტმა პოროშენკომ პრემიერ მინისტრის თანამდებობა შემომთავაზა, მე მას ვუთხარი, რომ ჩემი ამბიციები პრემიერის პოსტზე გაცილებით მაღალია. მან მკითხა - შენ გინდა პრეზიდენტობა? მე ვუთხარი, რომ ამბიციები უფრო მაღალია. მე მინდა პოლიტიკური თამაშის წესების მთლიანად შეცვლა, პოლიტიკური კლასის სრულად შეცვლა. ეს არის უმაღლესი ამბიცია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.