პეტრო პოროშენკომ მკითხა - შენ გინდა პრეზიდენტობა? მე ვუთხარი, რომ ამბიციები უფრო მაღალია, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა "დოიჩე ველესთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
მან უკრაინაში თავის გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ პოლიტიკური თამაშის წესების მთლიანად შეცვლა სურს.
“როდესაც პრეზიდენტმა პოროშენკომ პრემიერ მინისტრის თანამდებობა შემომთავაზა, მე მას ვუთხარი, რომ ჩემი ამბიციები პრემიერის პოსტზე გაცილებით მაღალია. მან მკითხა - შენ გინდა პრეზიდენტობა? მე ვუთხარი, რომ ამბიციები უფრო მაღალია. მე მინდა პოლიტიკური თამაშის წესების მთლიანად შეცვლა, პოლიტიკური კლასის სრულად შეცვლა. ეს არის უმაღლესი ამბიცია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.