ზურაბ პატარაძემ და სულხან ევგენიძემ სოფლების, ხუცუბნისა და ქობულეთის საბავშვო ბაღები გახსნეს
06-12-2016, 06:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგბელთან, სულხან ევგენიძესთან ერთად, სოფელ ხუცუბნისა და სოფელ ქობულეთის საბავშვო ბაღები გახსნა.

 

 

სტუმრების საპატივსაცემოდ საბავშვო ბაღებში კონცერტი გაიმართა. საბავშვო ბაღების საზეიმო გახსნას ქობულეთის მაჟრიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში გიორგი რომანაძე და საბავშვო ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის გამგეობიდან აცნობეს, სოფლებში ხუცუბანსა და ქობულეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი სკოლამდელი დაწესებულებები აშენდა.

 

 

"პროექტის ფარგლებში მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები და დარბაზები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. ასევე კეთილმოეწყო ეზო, სადაც საბავშვო ატრაქციონები განთავსდა. საბავშვო ბაღები 105 – 105 აღსაზრდელზეა გათვილი, სადაც 17 – 17 ადამიანია დასაქმებული. ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ჯამში 874 000 ლარი დაიხარჯა.

 


დღეის მდგომარეობით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 20 საბავშვო ბაღი, სადაც 2 140 აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას. საბავშვო ბაღების გაერთიანებაში დასაქმებულია 398 ადამიანი.

 


2013 წლიდან დღემდე ქობულეთში ჯამში გაიხსნა 10 საბავშვო ბაღი და არსებულ საბავშვო ბაღებში დაემატა 7 ჯგუფი, სადაც 1 130 ბავშვი იქნა მიღებული და 164 ადამიანი დასაქმდა", - აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი