ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ მოადგილესთან, როუზ გოტემოლერთან შეხვედრა გამართა
06-12-2016, 07:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ მოადგილესთან, როუზ გოტემოლერთან შეხვედრა გამართა.

 

 

საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას, მათ შორის გენერალური მდივნის მოადგილემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას და ასევე არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატო-ს მზაობა ხელი შეუწყოს საქართველოში რეფორმების განხორციელებას და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შემდგომ გაძლიერებას პრაქტიკული მხარდაჭერის მიმართულებით.

 

 

აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და საქართველოს მონაწილეობა მტკიცე მხარდაჭერის მისიაში.

 

 

შეხვედრაზე მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. მინისტრმა გენერალური მდივნის მოადგილეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ნატო-ს საქართველოს ტერიტორული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

შეხვედრაზე განხილული იქნა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის თვალსაზრისით მომავალი წლის ინტენსიური დღის წესრიგი, რაც მხარეების განცხადებით, ალიანსთან პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებას და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს ხელს შეუწყობს.

 

 

“ძალიან კარგი შეხვედრა შედგა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან. მივესალმებით მის ამ პოზიციაზე დანიშვნას და სამომავლოდ აქტიურ თანამშრომლობას. განვიხილეთ ნატო-საქართველოს ურთიერთობის დღის წესრიგი, რომელიც ძალიან აქტიურია, პირველ რიგში ვისაუბრეთ ნატო საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე და ამ მიმართულებით არსებულ პროგრესზე. ხაზი გაესვა, როგორც ნატო-ს ასევე წევრი ქვეყნების დახმარების მნიშვნელობას, რაც ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ჩვენს ინტეგრაციას ნატოში. მომავალ წელს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, როგორც მოგეხსენებთ იგეგმება ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი, ასევე თბილისში გაიმართება ნატოს საპარლამენტო ასამბლეა. დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის გამართვა სხვადასხვა ფორმატებში, ეს აქტიური დღის წესრიგი გამოყენებული იქნება როგორც პრაქტიკული თანამშრომლობის გასაძლიერებლად ასევე ნატოში ინტეგრაციის საკითხის მაქსიმალურად აქტიურად განსახილველად”, - განაცხადა მიხელ ჯანელიძემ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შეფასებისას.

 

 

2016 წლის 6-7 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მინისტრის სიტყვით გამოსვლა მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ჩართული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი