აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტი გაფორმდა
06-12-2016, 08:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ, მაიკლ კარპენტერმა მოაწერეს.

 

 

საქართველოს თავდაცვის უწყების ცნობით, უსაფრთხოების სფეროში სამწლიანი თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტი ორმხრივი თანამშრომლობის გრძელვადიან ამოცანებს განსაზღვრავს, ახდენს პრიორიტეტების და რესურსების დაგეგმვის სინქრონიზაციას და მტკიცე თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას შეუწყობს ხელს.

 


"ჩარჩო დოკუმენტი „საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ მემორანდუმის მხარდამჭერი შეთანხმებაა და ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის შემდგომ განვითარებას.

 


აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა ძირითად მიზნებზე ორიენტირება - საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესება, საქართველოს თავდაცვის ეფექტური და მდგრადი სისტემების ჩამოყალიბება, საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის გაზრდა, პროფესიონალი და ეფექტური სამხედრო მმართველობის უზრუნველყოფა.

 


ჩარჩო დოკუმენტში იდენტიფიცირებული პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები თავდაცვის სფეროში მაღალი დონის ორმხრივი კონსულტაციების ფორმატში ყოველწლიურ გადახედვასა და განახლებას დაექვემდებარება", - აღნიშნულია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი