აბაშის გამგეობაში სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით შექმნილმა მუდმივმოქმედმა სამუშაო ჯგუფმა მუნიციპალიტეტისთვის ძლიერი ქარისგან მიყენებული ზარალის ოდენობა განსაზღვრა.
როგორც Guardian.ge-ს აბაშის გამგეობიდან აცნობეს, 48 მოქალაქეს საცხოვრებელ სახლებზე მიყენებული ზიანის აღსადგენად, საჭირო მასალები გადაეცემა. მასალების საორიენტაციო ღირებულება 17 789.2 ლარს შეადგენს.
გამგეობის ინფორციით, სოფლებში, ძველ აბაშასა და გეზათში მცხოვრებ ორ მოქალაქეს, რომელთაც სტიქიის შედეგად, სახოვრებელი სახლები მთლიანად დაენგრა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, „სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარების პროგრამის“ ფარგლებში, 2 500- 2 500 ლარი გადაეცემა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.