ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, მარტინ შულცს წერილით მიმართა.
"უპატიებელი შეცდომა იქნება, თუკი ვიზა-ლიბერალიზაციის პროექტის დასასრულებლად ყველა ძალისხმევას არ მივმართავთ", - წერს ტუსკი წერილში და მიაჩნია: "ვერ დავუშვებთ, რომ ისინი, ვინც ჩვენ გვენდობა, ჩვენი შიდა უთანხმოების მსხვერპლად ვაქციოთ".
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის თქმით, გამოსავალი ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, სწრაფი შეთანხმების მიღწევაა.
"მჯერა, რომ ამ მნიშვნელოვანი საკითხისთვის, ჩვენ “შეჩერების მექანიზმთან” დაკავშირებით სწრაფი შეთანხმება უნდა მოვძებნოთ. დრო ჩვენს მხარეს არ არის, თუმცა ჯერ კიდევ შეგვიძლია ამ რბოლაში გამარჯვება”, - ნათქვამია ტუსკის წერილში.
"ნება მიბოძეთ, გავიმეორო, ჩვენ არა მხოლოდ სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიური ინეტერესების და ყველა ჩვენ მეზობელთან ურთიერთობების დაკარგვის რისკის წინაშე ვართ, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენდამი ნდობის დაკარგვის”, - აღნიშნულია ტუსკის წერილში, რომელსაც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ექსკლუზიურად ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.