გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ სახის მთლიანად დამფარავი პირბადის ხმარება ქვეყანაში უნდა აიკრძალოს, „სადაც კი ეს კანონიერად შესაძლებელია“.
„ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ შეხვედრაზე, მან მხარი დაუჭირა ჩადრის აკრძალვას სკოლებში, სასამართლოებში და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში.
როგორც BBC წერს, მთლიანი აკრძალვა გერმანიის კონსტიტუციის დარღვევა იქნება.
მერეკელი, სამშაბათს, 1000 დელეგატისაგან შემდგარმა პარტიულმა აქტივმა 89.5%-იანი მხარდაჭერით, კიდევ ერთხელ აირჩიეს „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერად.
მან გასულ თვეს საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, რაც იმას ნიშნავს, რომ 2005 წლიდან გერმანიის სათავეში მყოფი მერკელი კანცლერობისთვის მე-4 ვადით იბრძოლებს, თუმცა როგორც გერმანული პრესა წერს, მას საკმაოდ მძიმე არჩევნები მოელის, რადგან მემარჯვენე ფრთის ანტი-ემიგრაციული პარტია საკმაოდ იკრებს ძალებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.