საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, მედიკამენტებზე ფასების ზრდის ტენდენცია შემცირებულია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
"ფასების მატების ტენდენცია აღარ არის. პირიქით, გაძვირება შემცირებულია. ვგულისხმობ იმას, რომ თუ იყო გამოკვეთილი 15-20 პროცენტიანი ზრდა რამდენიმე ასეულ მედიკამენტზე, ახლა ამ ტენდენციამ იკლო. არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის, "პსპ"-ს აშკარად საზოგადოების ინტერესებიკენ გადადმულ ნაბიჯს, რომლითაც მათ რამდენიმე ათეულ პირველადი მოხმარების მედიკამენტზე ფასი შეამცირეს. ამით გარკვეულ სტაბილიზაციას მივაღწიეთ," განაცხადა დავით სერგეენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.