ბოლივიის ხელისუფლებამ იმ ავიახაზების ხელმძღვანელი დააპატიმრა, რომლის კუთვნილი თვითმფრინავიც კოლუმბიაში ჩამოვარდა
06-12-2016, 23:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბოლივიის ხელისუფლებამ "ლამილას ავიახაზების" ხელმძღვანელი დააპატიმრა, რომლის კუთვნილი თვითმფრინავიც კოლუმბიაში ჩამოვარდა და რომლის შედეგადაც 71 ადამიანი გარდაიცვალა.

 


გუსტავო ვარგასი, საჰაერო ძალების გადამდგარი გენერალი, ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

 


ავიაკატასროფას ბრაზილიის საფეხბურთო კლუბის „ჩაპეკუენზეს“ მოთამაშეთა უმრავლესობა ემსხვერპლა. თვითმფრინავის ბორტზე ასევე 21 ჟურნალისტი იმყოფებოდა.მხოლოდ ექვსი ადამიანი გადარჩა ბორტზე მყოფთაგან, მათ შორის რამდენიმე ფეხბურთელი და ეკიპაჟის ერთი წევრი.

 


თვითმფრინავს, რომელსაც ბრაზილიელი ფეხბურთელები გადაჰყავდა და რომელიც კოლუმბიის მთიან რეგიონში ჩამოვარდა,საწვავი გაუთავდა, როგორც ეს გამოჟონილი აუდიო ჩანაწერების მიხედვით დასტურდება.



ჩანაწერში ისმის, თუ როგორ ითხოვს მფრინავი განმეორებით, დაშვების უფლებას „სრული ელექტრო დაზიანების“ და საწვავის უქონლობის გამო. და სანამ ჩანაწერი სრულდება, მფრინავი ამბობს, რომ ის მიფრინავს 2 743 მეტრის სიმაღლეზე.



ჩანაწერმა, რომელიც კოლუმბიის რამდენიმე მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა, დაადასტურა ადრინდელი ცნობები, რომ კატასტროფის მიზეზში წვლილი შესაძლოა საწვავის ნაკლებობას შეეტანა.

 


კოლუმბიის სამხედრო წყაროებმა ახალი ამბების სააგენტო AFP -ს უთხრეს: "ძალიან საეჭვოა, რომ დარტყმის მიუხედავად, აფეთქება არ მომხდარა. ეს აძლიერებს საწვავის ნაკლებობის თეორიას".

 


ბოლივიის იფიციალურმა პირმა, ცელია კასტედომ განაცხადა, რომ მან გააფრთხილა მფრინავი პრობლემის შესახებ, სანამ თვითმფრინავი აფრინდებოდა.

 


კასტედო აცხადებს, რომ მან ბატონი ქუიროგა გამგზავრებამდე გააფრთხილა, რომ სამხრეთ ბოლივიასა და მედელინს შორის გრძელი საფრენი მანძილი თვითმფრინავის მაქსიმალური შესაძლებლობების ზღვარს სცილდებოდა.

 

 

 


ქალბატონი კასტედო ახლა ცდილობს თავშესაფარი ბრაზილიას თხოვოს, აცხადებს რა რომ იგი მუქარისა და შეურაცხყოფებებისაგან იტანჯება და მოელის, რომ იგი შესაძლოა დააპატიმრონ.

 


გამოძიებამ უნდა დაადგინოს ავიაკატასტროფის საბოლოო მიზეზი, რამაც შესაძლოა თვეები გასტანოს.


თვითმფრინავი ჩარტერულ რეისს ბოლივიიდან კოლუმბიის ქალაქ მედელინის მიმართულებით ასრულებდა.

 

 

მგზავრებს შორის ბრაზილიის საფეხბურთო გუნდის „ჩაპეკუენზეს“ წევრები იმყოფებოდნენ. გუნდი სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ მატჩზე მიემგზავრებოდა, სადაც კოლუმბიურ კლუბს, "ათლეტიკო ნასიონალს" ხვდებოდა.



ბრიტანულმა "ტელეგრაფმა" თავდაპირველად კატასტროფის მიზეზად ელექტრობასთან დაკავშირებული პრობლემა დაასახელა, რის გამოც თვითმფრინავმა ორშაბათს, ადგილობრივი დროით, საღამოს 22:00 საათზე, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ხელისუფლების განცხადებით, მაშველებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს მოქმედება, მაგრამ საჰაერო ძალების ვერტმფრენი ცუდი ხილვადობის გამო, იძულებული გახდა უკან გამობრუნებულიყო.

 

 

 

 

 

"ჩაპეკუენზე" ბრაზილიაში შემოსავლების სიდიდის თვალსაზრისით, 21-ე ადგილზე მყოფი კლუბი იყო.



2015 წლის მონაცემებით, მისი შემოსავალი 13.5 მლნ დოლარს შეადგენდა. სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციამ მომხდარი ტრაგედიის გამო, ყველა თამაში და სხვა აქტივობები შეაჩერა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი