მიხეილ ჯანელიძემ საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ნიკოს კოძიასთან შეხვედრა გამართა
07-12-2016, 00:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ნიკოს კოძიასთან შეხვედრა გამართა.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა დაადასტურეს საბერძნეთისა და საქართველოს ტრადიციული პარტნიორული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს მიმდინარე წელს საბერძნეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავის სათანადო აღნიშვნის მნიშვნელობას. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგა მინისტრი საიუბილეიო თარიღის აღსანიშნავად ოფიციალურ ვიზიტად თბილისში მოიწვია.

 

 

შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის სხავდასხვა სფეროში თანამშრომლობის მაღალ პოტენციალს და ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების თვალსაზრისით მაღალი დონის პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის მნიშვნელობას. მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა თბილისის მზაობა, საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მომდევნო რაუნდს უმასპინძლოს.

 

 

უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები მიმოიხილეს. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა ხელი შეუწყოს საბერნეთის ბიზნეს წრეებში საქართველოს შესაძლებლობების აქტიურ წარმოჩენას.



ნიკოს კოძიასმა დაადასტურა საბერძნეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი და აღნიშნა, რომ საბერძნეთი ასევე მხარს უჭერს საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებას. ნიკოს კოძიასმა დაადასტურა საკუთარი მზადყოფნა ახლო მომავალში ეწვიოს თბილისს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი