ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძე ესპანელ კოლეგას ალფონსო დასტი კასედოსის შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა ესპანეთსა და საქართვეელოს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.
მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ სფეროში არსებული წარმატებული ურთიერთობა ასევე აისახება სხვადასხვა სფეროში პრაქტიკულ თანამშრომლობაზე. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა.
ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კმაყოფილება გამოთქვა კვირის ბოლოს ესპანეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილი ვიზიტისა და 2017 წლის დასაწყისში საქართველოს პრემიერ მინისტრის მოსალოდნელი ვიზიტის გამო, რაც მინისტრების შეფასებით ესპანეთ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.
შემდგომი თანამშრომლობის წარმატებისთვის მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში ესპანეთის სრულფასოვანი საელჩოს გახსნის აუცილებლობას. მიხეილ ჯანელიძემ ესპანელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და საგარეო პოლიტიკური მისწრაფების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ალფონსო დასტი კასედოსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ესპანეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ, მან აღნიშნა რომ საქართველომ ზედმიწევნით და წარმატებით შეასრულა ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესით გათვალისწინებული ვალდებულებები და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირში დასრულდეს შიდა პროცედურები საბოლოო გადაწყვტილების დროულად მისაღებად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.