საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გვამის ექსჰუმაცია ფარულად მოხდა.
როგორც მან "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში" უკრაინიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, ფარულადვე მოხდა ექსპერტიზის ჩატარება და "საეჭვო არაფერი არ აღმოჩნდა".
„ჩემი ინფორმაციით, ფარულად მოხდა ზურაბ ჟვანიას გვამის ექსჰუმაცია, შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება. მე მგონია, რომ ამის თაობაზე, ალბათ, ოჯახმა იცის, მაგრამ არ ახმაურებენ იმიტომ, რომ არაფერი საეჭვო არ იქნა აღმოჩენილი. ამ საკითხის მიმართ ”ქართულმა ოცნებამ” დაკარგა ყოველგვარი ინტერესი, ამიტომაც გოგლა ჟვანია არ იყო საპარლამენტო სიაში, ამიტომ მისი მეუღლე [ნინო ქადაგიძე-ჟვანია] არ არის მინისტრის პირველი მოადგილე.
ადამიანები, რომლებიც ციხეში ისხდნენ, პატიმრობაში აბსოლუტურად არაფრის გამო იმყოფებდნენ. იმ მითის ექსპლუატაცია ხდებოდა ბოლომდე, მაგრამ ეს მითი გაქარვებულია. ბატონი გოგლა ჟვანია ახლა იმაზე საუბრობს, რომ ზურაბ ჟვანია იყო მოწამლული. მანამდე მისი ვერსია იყო, რომ მოხდა ფიზიკური ზემოქმედება, ფიზიკური ძალის გამოყენება.
ადამიანის ფანტაზიას არ აქვს საზღვრები. ამ კონკრეტულმა საქმემ აჩვენა, რომ არ შეიძლება მისი პოლიტიზება და მისგან პოლიტიკური დივიდენდების მიღება, თუმცა, ეს მოხდა.
მაგრამ საბოლოოდ გაირკვა, რომ ეს იყო მითი, რომელიც არ შეესაბამებოდა რეალობას. გამოძიების პირველადი ვერსია იყო სწორი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფარულად მოხდა ექსჰუმაცია გვამის და სხვა ვერსიის დამამტკიცებელი საბუთის მოპოვება ვერ მოხდა და არ გახმაურებულა ეს ფაქტი", - განაცხადა ზოდელავამ და დასძინა, რომ სწორედ აღნიშნულის გამო, "ხელისუფლება მიხვდა, რომ პოლიტიკურ დივიდენდებს ვერ მოიპოვებდა და დაკარგა საქმის მიმართ ინტერესი".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.