გიორგი კვირიკაშვილმა დავით სერგეენკოსთან ერთად, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკა დაათვალიერა
07-12-2016, 06:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრთან, დავით სერგეენკოსთან ერთად, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკა დაათვალიერა.

 


როგორც პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოში, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უახლესი თაობის რადიოქირურგიული სისტემა EDGE-ით იქნება შესაძლებელი, რაც სამიზნე უბნის მაღალი სიზუსტით დასხივებისა და გამოჯანმრთელების დიდ შესაძლებლობას იძლევა.



მთავრობის მეთაურის შეფასებით, მისასალმებელია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან თანამშრომლობის შედეგად, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის სწორი პარტნიორობის მოდელით, შესაძლებელი გახდა თანამედროვე აპარატურის შეძენა, რის შედეგადაც, პაციენტებს სამკურნალოდ უცხოეთში გამგზავრება აღარ მოუწევთ. უახლესი აპარატურით მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.

 

 

„ეს არის ისეთი აპარატურა, რომელიც არ აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილს. ის, რის გამოც ჩვენს თანამემამულეებს უწევდათ საკუთარი ქონების გაყიდვა, ძალიან მძიმე ფინანსური ტვირთის აღება, დღეს შესაძლებელია საქართველოში. ეს პროგრამა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა ნამდვილად არის ადამიანი, რომლითაც ყველამ უნდა ვიამაყოთ. იგი 1990 წელს ჩამოვიდა საქართველოში, ამ კლინიკაში ინვესტირებული აქვს 34 მილიონი ევრო და ეს მართლაც ძალიან მისასალმებელი საქმეა, რადგან, მოგეხსენებათ, სახლში საკუთარი კედლებიც კურნავს ადამიანს“, - აღნიშნა პრემიერმა.

 


"ახალ კორპუსში, რომლის მშენებლობა 8 თვეში დასრულდა, პაციენტებს უახლესი აპარატურით - ორი სხივური ამაჩქარებლით, რადიოქირურგიული სისტემა EDGE-ით და ბრაქითერაპიის აპარატით მოემსახურებიან. უახლესი ტექნოლოგიები, ჯანმრთელი ორგანოებისა და ქსოვილების დაცვით, სიმსივნური უბნის დიდი სიზუსტით, მაქსიმალური დასხივებისა და გამოჯანმრთელების დიდ შესაძლებლობას იძლევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი