გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
07-12-2016, 08:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

 


პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების ძირითადი საკითხები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

 

 

ხაზი გაესვა საქართველოში ღია, კონკურენტულ და სამართლიან გარემოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას და გამოითქვა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი.

 


პრემიერ მინისტრის თქმით, დიდი ბრიტანეთი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა, რომელთან სტრატეგიული თანამშრომლობა სამხედრო, ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული თუ სხვა მიმართულებებით, უაღრესად მნიშვნელოვანია. გიორგი კვირიკაშვილმა სტუმრებს საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგი და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. აღინიშნა, რომ საქართველო ბიზნესის წარმოების კუთხით მიმზიდველი ქვეყანაა, რასაც მოწმობს ბრიტანული კომპანიების წარმატებული საქმიანობა საქართველოში.

 


დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში.

 


შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. საუბარი შეეხო საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს და აღინიშნა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების დიდი წვლილი.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დელეგაციას საქართველოში ვიზიტისთვის, რაც მისი თქმით, ნათელი დემონსტრირებაა იმისა, რომ გაერთიანებული სამეფო საქართველოს პარტნიორი და მჭიდრო თანამშრომლობის მხარდამჭერია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი