საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოსახლეობას სწორი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, გასული წელი პოზიტიური იყო და პრაქტიკულად, ყველა სექტორში ზრდა იყო.
"ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ბიზნესსექტორთან, რომლებიც აცხადებენ, რომ გასული წელი იყო ყველაზე წარმატებული ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. მათთვის ყველაზე შემოსავლიანი წელი იყო, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, თვალი უნდა გავუსწოროთ იმ რეალობას, რომელიც დღეს რეგიონში არის მთლიანად, უკრაინაში, რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, ბუნებრივია ჩვენთანაც. ასევე მთელი ევროპა განიცდის კრიზისს, ასე, რომ ჩვენ სწორი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მოსახლეობას. ჩვენ კარგად გვესმის, რომ დღევანდელი ტელევიზიების უმეტესი ნაწილი ხელს უწყობს, რომ განსხვავებულად წარმოაჩინოს რეალობა და ხალხს არ აუხსნან რა ხდება რეგიონში, წარმოაჩინონ სიტუაცია ისე, თითქოს მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არის რთულად ვითარება, რაც მიმაჩნია, რომ არის ძალიან დიდი ტყუილი და ამას სჭირდება კარგი ახსნა-განმარტება," განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.