პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 40-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ჩამოვარდა.
„ჩირტალიდან აფრენილმა თვითმფრინავმა კონტაქტი დაკარგა საკონტროლო კოშკურასთან იმ დროს, როდესაც ის ისლამაბადს უახლოვდებოდა“, - ნათქვამია ავიახაზების განცხადებაში.
სამძებრო ოპერაციაში ჩართულია პაკისტანის არმია, რომელმაც ამ დროისთვის კატასტროფის ადგილას 21 ცხედარი აღმოაჩინა.
პაკისტანის ტელევიზიამ აჩვენა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს მთის ფერდობზე ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ცეცხლში გახვეული ნამსხვრევების ნაკვალევი.

მედიის ცნობით, თვითმფრინავი ჩირტალიდან ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე აფრინდა, კონტაქტი კი 90 წუთის მერე დაკარგა, დანიშნულების ადგილზე დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.