მიხეილ ჯანელიძემ ნატო–ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
07-12-2016, 08:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ნატო–ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 


შეხვედრის მსვლელობისას ქვეყნებმა ავღანეთში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი მდგომარეობა და „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მიმდინარეობა განიხილეს.

 

 

ალიანსის წევრმა და პარტნიორმა ქვეყნებმა ავღანეთს უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების გამკლავებაში ცალსახა მხარდაჭერა აღუთქვეს. შეხვედრაზე აღინიშნა ქალაქ მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მოგერიებაში ქართველი სამხედროების მიერ შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

 

 

თავის გამოსვლაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნების საერთო ძალისხმევამ გააძლიერა ავღანელი ხალხი მის მიერ ტერორიზმთან ბრძოლის წარმოებაში და შეიქმნა ქვეყნისთვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფის შესაძლებლობა.

 

 

ქართული მხარე მიესალმა ავღანეთის „ეროვნული თანხმობის მთავრობის“ მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან სამუშაოს, მათ შორის ეროვნული შერიგების პროცესის მიმდინარეობას.

 

 

ასევე აღინიშნა საქართველოს, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში აქტიური წვლილის შემტანი ქვეყნის როლი. ქართულმა მხარემ დაადასტურა, რომ იგი მხარს დაუჭერს ალიანსს მისიის განხორციელებაში 2016 წლის შემდეგ და შეინარჩუნებს არსებულ კონტინგენტს 2017 წლის ბოლომდე. ამას გარდა, საქართველო გააგრძელებს ავღანეთის თავდაცვის და უსაფრთხოების ძალებისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენას.

 

 

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი