დონალდ ტრამპი ჟურნალ „თაიმის“ მიერ „წლის ადამიანად“ დასახელდა
07-12-2016, 10:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჟურნალ „თაიმის“ 2016 წლის ადამიანად დასახელდა. ამ ტიტულის მინიჭება კი ჟურნალის მიერ წელს 90-ედ მოხდა. 

 


უძრავი ქონების მაგნატისთვის აღნიშნული ტიტულის მინიჭება ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონზე მოულოდნელი გამარჯვების მოპოვებას მოჰყვა.

 


ტრამპმა ამ ამბის გამოცხადებიდან მალევე NBC-ს განუცხადა, რომ ეს იყო „დიდი პატივი“, რაც მისთვის „ბევრს ნიშნავს“.

 

 

იგი სიის მცირე შემადგენლობიდან აირჩიეს, რომელშიც ჰილარი კლინტონი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც შედიოდნენ.

 


დიდი ბრიტანეთის „დამოუკიდებლობის პარტიის“ ყოფილი ლიდერი, ნაიჯელ ფარაჯი ასევე შეყვანილი იყო სიაში მისი ბრიტანეთის ევროკავშირის დატოვების შესახებ წარმატებით წარმოებული კამპანიის გამო.

 

 

კლინტონი შერჩევისას მეორე ადგილზე გავიდა, - განაცხადა „თაიმის“ რედაქტორმა ნენსი გიბსმა და დაამატა, რომ ტრამპის არჩევა „პატიოსნად“ მოხდა.

 


ჟურნალი მკითხველებს პატიჟებს რომ ხმა მისცენ მას ვისზეც თავად ფიქრობენ, რომ ამ ტიტულს იმსახურებენ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას რედაქტორები იღებენ.

 


2013 წელს წლის ადამიანის ტიტული პაპ ფრანცისკეს მიენიჭა, 2007 წელს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, 1963 წელს ამერიკის სამოქალაქო აქტივისტს, მარტინ ლუთერ კინგს, 1938 წელს კი ადოლფ ჰიტლერს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი