გავრცელებული ცნობით 60-ზე მეტი ადამიანია მოკლული საჰაერო დარტყმების შედეგად, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად ერაყის ქალაქში, რომელიც სირიის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ ოთხშაბათს, გვიან შუადღისას, სამხედრო თვითმფრინავების სამიზნე, რომელთა იდენტიფიცირებაც არ ხერხდებოდა, ბაღდადიდან დახლოებით 300 კილომეტრის მანძილით დაშორებული ქალაქის, ალ-ყაიმის ცენტრი იყო.
მათი თქმით, ერთ-ერთი საჰაერო დარტყმისას ბომბი მეჩეთს ასცდა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მიერ მთავარ შტაბ-ბინად იყო გამოყენებული და საცხოვრებელ სახლებს მოხვდა.
სამედიცინო მუშაკის განცხადებით, გარდაცვლილთა შორის 19 ბავშვი და 12 ქალია.
„ისლამურ სახელმწიფოსთან“ აფილირებულმა ახალი ამბების სააგენტო „ამაყმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, როგორც სააგენტო ირწმუნება, აჩვენებს დაბომბვის შემდგომ პერიოდს, რასაც იგი უწოდებს „მასობრივ ხოცვა-ჟლეტვას, რომელიც ერაყის თვითმფრინავებმა ჩაიდინეს“ ალ-ყაიმში.
ვიდეოში ჩანს ცეცხლში გახვეული სატრანსპორტო საშუალებები მთავარ გზაზე, რომლის გასწვრივაც მაღაზიებია ჩამწკრივებული; დაზიანებული შენობები, და ბავშვების ცხედრები.
„ამაყის“ ცნობით, საჰაერო დარტყმებისას 120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ერაყის სამხედროებისა და მთავრობის მიერ ჯერჯერობით განცხადებები არ გაკეთებულა.
შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მრავალეროვანმა კოალიციურმა ძალებმა, რომლებიც ერაყის მთავრობას „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში ეხმარებიან, ასევე განახორციელეს ალ-ყაიმის გარშემო საჰაერო დარტყმები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.