გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ურთიერთობის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის ვიზა-ლიბერალიზაციის ე.წ. შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების მიღწევას მიესალმება.
“მივესალმები შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების მიღწევას. მოვუწოდებ ევროკავშირის საბჭოს და ევროპარლამენტს, მიიღონ გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე”, - წერს იოჰანეს ჰანი "თვითერზე".
მანამდე კი ევროპის პარლამენტის წევრმა, კატი პირიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი ე.წ. შეჩერების მექანიზმის შემოღებაზე შეთანხმდა და საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზის ლიბერალიზაციისთვის კენჭისყრა მომავალ კვირას იქნება შესაძლებელი.
„ბოლოს და ბოლოს შეთანხმება შეჩერების მექანიზმზე, ამგვარად ჩვენ შევძლებთ კენჭი ვუყაროთ მომავალ კვირას უვიზო მიმოსვლას ქართველებისთვის და უკრაინელებისთვის“, - წერს „თვითერზე“ ევროპარლამენტის წევრი კატი პირი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.