გიორგი მარგველაშვილი: მოხარულები ვართ, რომ 2017 წლიდან საქართველო გახდება OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა
08-12-2016, 01:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარიზში „პარტნიორობა ღია მმართველობის მეოთხე გლობალურ სამიტზე'' სიტყვით გამოვიდა და როგორც სამიტის თანათავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა სამიტის მონაწილეებს მიმართა.

 


სამიტის მონაწილე ქვეყნის ლიდერებისათვის საფრანგეთის პრეზიდენტმა "სალ პლეიელში" ოფიციალური დახვედრის ცერემონია გამართა, რის შემდეგაც ფრანსუა ოლანდმა სამიტი გახსნა. სამიტის მონაწილეებმა აშშ-ს პრეზიდენტის ვიდეომიმართვა მოისმინეს.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სიტყვით გამოსვლის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის მასპინძლობისათვის.

 


“ეს არის დიდებული შესაძლებლობა, რათა ვისაუბროთ ღია მმართველობაზე და იმ პრიორიტეტებზე, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ და ვუზიარებთ ერთმანეთს.
საქართველო ამ პროცესის ნაწილია პრაქტიკულად დასაწყისიდან და ჩვენ (ამ ხნის განმავლობაში) მხარს ვუჭერდით ღია მმართველობის პროცესს და ასევე აქტიურად ვაზიარებდით ჩვენს და მეზობელ რეგიონში არსებულ გამოცდილებას.

 


ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ 2017 წლიდან საქართველო გახდება თავმჯდომარე ქვეყანა, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გვაძლევს მიღებული გამოცდილების გაზიარებისა და მათი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას, ვინც მიაღწია წარმატებას და მოახდინა მმართველობის წინსვლა OGP-ის 5 ძირითადი პრიორიტეტის მიმართულებით”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 


გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მზარდი დემოკრატიის პირობებში საქართველომ მრავალი რეფორმა განახორციელა და თვალსაჩინო პროგრესს მიაღწია ღია მმართველობასთან დაკავშირებული რეფორმების, ბიზნესის კეთებისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.

 


სამიტს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებიდან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საკანონმდებლო ორგანოს წევრები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი