კახა კალაძე: შემიძლია დღევანდელი გადმოსახედიდან გითხრათ, რომ ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა არ არის მოსალოდნელი
08-12-2016, 02:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის.

 


როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს მარეგულირებელი კომისიის, სემეკის პრეროგატივაა, თუმცა, ამის მიუხედავად, სამინისტროშიც კეთდება დათვლები.

 

 

„ჩვენ ხშირად ვისმენთ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს ელექტროენერგიაზე მოხდება ფასების ზრდა. ეს თქვენ იცით არის მარეგულირებელი კომისიის, სემეკის პრეროგატივა, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა ჩვენც, ენერგეტიკის სამინისტროში ვაკეთებთ დათვლებს. შემიძლია დღევანდელი გადმოსახედიდან გითხრათ, რომ ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა არ არის მოსალოდნელი“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

 

 

მისივე თქმით,  თუ მომავალი წლების განმავლობაში იქნება იმის საჭიროება, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის გადახედვა მოხდეს, გადაიხედება.

 

 

,,ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ კომპანიები გაკოტრდნენ. ენერგეტიკა დაინგრეს. გახსოვთ გასულ წელს ჩემი განცხადებები ამასთან დაკავშირებით. ბევრი საუბარი იყო, რომ ტარიფი არ გაგვეზარდა, მაგრამ ეს იქნებოდა დიდი პრობლემა მთლიანად სექტორისთვის. მარეგულირებელმა კომისიამ იმუშავა და 30%-ით მოხდა ტარიფის მატება ელექტროენერგიაზე, ანუ დაუბრუნდა იმ ძველ ნიშნულს, რაც 2012 წლამდე იყო. თუ მომავალი წლების განმავლობაში იქნება იმის საჭიროება, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის გადახედვა მოხდეს, ეს აუცილებლად მოხდება”, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი