თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე ბრალდებულ დავით დევნოზაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა დევნოზაშვილისთვის პატიმრობის, დაცვის მხარე კი 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
თუმცა, მოსამართლემ პროკურატურის მხარის მტკიცებულებები სრულად გაიზიარა. მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გათვალისწინებით მიიღო, რომ შესაძლებელია ბრალდებულმა საქმის მოწმეებზე მოახდინოს ზეწოლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.