„ჩვენ ახლა ყველანი ველოდებით უვიზო მიმოსვლის სწრაფ დამტკიცებას” - კვირიკაშვილი ევროკავშირის მაღალჩინოსნებს მადლობას უხდის
08-12-2016, 08:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვიზა-ლიბერალიზაციის ე.წ. შეჩერების მექანიზმის შესახებ შეთანხმების მიღწევას ეხმაურება და ევროპარლამენტში “ევროპის სახალხო პარტიის” ჯგუფის თავმჯდომარეს მანფრედ ვებერს, ევროკომისარს იოჰანეს ჰანს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკსა და ევროპარლამენტის პრეიზდენტს, მარტინ შულცს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

 


„გასულ კვირას კარგი შეხვედრის შემდეგ, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციაზე გაწეული ჩინებული სამუშაოსთვის. ჩვენ ახლა ყველანი ველოდებით სწრაფ დამტკიცებას“, - წერს გიორგი კვირიკაშვილი „თვითერზე“ ინგლისურად.

 

 

საქართველოს პრემიერის აღნიშნულ განცხადებას ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი გამოეხმაურა: "ვიზის შეჩერების მექანიზმზე დებატები დასრულებულია. ახლა კი საბოლოო ნაბიჯია გადასადგმელი უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მისანიჭებლად", - დაწერა ტუსკმა "თვითერზე".

 

 

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, რომელიც წერს: "ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი დაუღალავი შრომის საფასურს ვხედავთ. ევროკავშირმა ახლა დაუყოვნებლივ უნდა მიანიჭოს საკმაოდ დამსახურებულად უვიზო მიმოსვლა საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს".

 

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი ევროპის მაღალჩინოსნების კომენტარებს პასუხობს, კიდევ ერთხელ მადლობას უხდის მათ გაწეული ვეებერთელა სამუშაოსთვის და აცხადებს, რომ ქართველი ხალხი ახლა ვიზა-ლიბერალიზაციის სწრაფად მიღებას მოუთმენად ელოდება. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი