გიორგი კვირიკაშვილი ლატვიის ელჩს შეხვდა
08-12-2016, 08:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იანის ზლამეცი საქართველოს, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის, შეჩერების მექანიზმზე მიღწეულ შეთანხმებას ულოცავს, - ამის შესახებ დიპლომატმა პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

 


მისი შეფასებით, შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესი, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია.

 


ლატვიის ელჩმა გიორგი კვირიკაშვილს, ასევე, საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება და პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

 


პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით,  საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს შეეხო. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს ლატვიის რესპუბლიკის მხარდაჭერას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

 


შეხვედრაზე ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივასაც დაეთმო. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით არსებულ პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რომ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია, რომლის მორიგი სხდომის გამართვა, თბილისში, მომავალ წელს იგეგმება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი